უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს, რომელმაც თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში დედა-შვილი მოკლა
23-07-2019, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2019 წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ყ.-ს მიმართ. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით და არაერთგზის ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში.

 


საქმე ეხება, 2014 წლის დეკემბერის თვეში, ქ. თბილისში, დაბა კოჯორში გ. კ.-ს მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა, აგარაკზე მოტყუებით მიყვანილ გ. კ.-ს მალულად, უკნიდან რამოდენიმეჯერ დაარტყა წინასწარ მომარჯვებული დანა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა ვ. გ-სთან ერთად გვამი მოათავსა პლასტმასის კასრში, რომელშიც მათ ჩაასხეს ქიმიური მჟავა, რათა მოეხდინათ გვამის დაშლა. მიუხედავად ამისა, გვამი არ დაიშალა, რის გამოც კასრში ჩაყარეს ცემენტი და კასრი, მასში მოთავსებული გვამითურთ, დამარხეს აგარაკის ეზოში. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, იმავე დღეს, გ. ყ. და ვ. გ. მივიდნენ ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე მდებარე გ. კ.-ს დედის ნ. კ.-ს საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულმა, კისრის არეში, წინასწარ მომარჯვებული დანის ჩარტყმით მოკლა ნ. კ., რის შემდეგადაც, ბინიდან დაეუფლა დაახლოებით 12 000 აშშ. დოლარს, ძვირფას ნივთებს, ლეპტოპს და გ. კ.-ს სახელზე რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც შემდგომ ინახავდნენ სოფელ ნორიოში მდებარე ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 


ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს.

 


განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 

 

ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი