ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნები- დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელთან ვასილ მეტრეველთან ერთად შეხვედრა გამართა სოფელ უწერის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე მერმა ისაუბრა განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უწერის თემში და ზოგადად მუნიციპალიტეტში, ასევე განიხილა სხვა სოფლისათვის აქტუალური საკითები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ძირითად პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა: წყალმომარაგების პრობლემა უწერის თემში,მერის განცხადებთ დაგეგმილია ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
საუბარი შეეხო სახნავ-სათეს სავარგულებთან და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სოციალურ თემატიკას.
მერმა ასევე მოინახულა სოფელ უწერაში არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა.
ემზარ საბანაძე დაპირებისამებრ აგრძელებს მიმდინარე პროექტების მონიტორინგს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთნ მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.