წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატრიკეთის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა
24-07-2019, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ პატრიკეთის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

 


,,რეგიონული განვითარების ფონდიდან წელს 14 მსხვილი პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 4 789 999.0 ლარი. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც აღნიშნული ფონდიდან 1 287 569 ლარით ფინანსდება არის სოფელ პატრიკეთში გზების რეაბილიტაცია, პროექტის განხორციელების შედეგად ათეული წლების შემდეგ განახლებული გზით 400- მდე ოჯახი ისარგებლებს.

 


რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით უკვე დასრულდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ჩუნეშში, გვიშტიბში, მაღლაკში, ფარცხანაყანევში, რეაბილიტირებულია სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის, სორმონისა და ჭოლევის დამაკავშირებელი გზები’’ - განაცხადა მერმა.

 

 

 


ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა თქმით, ,ეს არის საუკუნის პროექტი, საშვილიშვილოდ გაკეთებული საქმე'' , მათი განმარტებით, სოფელ პატრიკეთში დაზიანებული გზის გამო, მუდმივად იქმნებოდა გადაადგილების პრობლემები, სოფელში ოპერატიულად მისვლას ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ახერხებდა.

 


მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა მიმართულია სწორედ სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი