24 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა- ემზარ საბანაძემ, თავის მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ემზარ საბანაძემ თანამშრომლებს ახალი თანაშემწე - თამთა ტეფნაძე წარუდგინა, რომელსაც სხვადასხვა სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
2002-2006წწ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი,სამართალმცოდნე,სპეციალობა-საერთაშორისო სამართალი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2015-2017წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA).სამართლისა და პოლიტიკის სკოლა,საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა).
მერმა სამსახურის უფროსებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ნებისმიერი პროექტის მიმდინარეობისას აუცილებელია ხარისხისა და ვადების დაცვა,რათა მოხდეს საბიუჯეტო სახსრების დროული ეფექტიანი ათვისება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.