პეტრე ცისკარიშვილი: ბიუჯეტი ძირითადად ჩვენი გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ხარჯზე სრულდება
14-08-2015, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს იანვარ-ივლისის ეკონომიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ მთლიანი ვაჭრობა 930 მილიონი დოლარითაა შემცირებული, ხოლო სავაჭრო ბრუნვა თითქმის მილიარდი დოლარითაა შემცირებული, რაც პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილების კლებასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე.


მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი მონაცემია ის, რომ ექსპორტი პირველი შვიდი თვის განმავლობაში 24%-ით დაეცა და დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს.


"საქართველოში 400 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა ჩვენთან წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვით და ამის დასაბალანსებლად საქართველოს ხელისუფლებას არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნია. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ საერთოდ პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ, როდესაც ინვესტიციებმა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, საგარეო ფულადმა გადმორიცხვებმა იკლო და ლარის კურსიც კატასტროფულად უფასურდება. ამ ყველაფრის ფონზე კი, მინისტრი ხადური გვეუბნება, რომ ბიუჯეტი სრულდება. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი ძირითადად ჩვენი გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ხარჯზე სრულდება, თუ გადავიყვანთ დოლარში, მყარი ვალუტის მონაცემებით, ჩვენი ბიუჯეტი არის დაახლოებით 2011, 2012 წლის დონეზე გაყინული. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ვეღარ ფინანსდება პენსიები, აღარ შენდება გზები, ვერ იზრდება ხელფასები, თუ არ ჩავთვლით მაღალჩინოსნების პრემიებს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. შემთხვევით არ არის, რომ სესხები და კრედიტები ძვირდება და მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


მან იმ მეთოდებზეც ისაუბრა, რითაც დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლებს ლარის კურსის დაჭერა შეუძლია.


"ხელისუფლებას ორი ძირითადი მეთოდი აქვს - ერთი ეს არის ხალხის გაღარიბების გზით, ანუ ჩვენი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა რომ დაეცემა, იმპორტირებულ პროდუქტს აღარ იყიდიან და დოლარი ჩვენგან არ გავა და მეორე - ბიუჯეტიდან იმ თანხების არხარჯვა, რისი მობილიზებაც ხდება", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი