დავით უსუფაშვილი: „გამოდის, რომ ერთი სისტემაც - სააკაშვილის და მეორე - ივანიშვილის, ქურდულ სამყაროს ერთადერთი მიზეზით ებრძვის- ჩვენ უნდა ვიყოთ ქურდებიო“
24-07-2019, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საუბრიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - მიზეზი იმის, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის სისტემა "ქურდულ სამყაროს" ებრძვის, არის ის, რომ მათ თავად სურთ ქურდული წესებითა და კანონებით ყველაფრის გარჩევა.

 

 

„2004-2008 წლებში სააკაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობის სტილი, მეთოდები, იქ რაღაც ტელევიზიების გადაცემა-გადმოცემა, პატარკაციშვილს მიჰქონდა და სულზე მიასწრეს, პატარკაციშვილის მიჰქონდა, ეს ნიშნავს - ჟვანიას მიჰქონდა, იმიტომ, რომ ჟვანია-პატარკაციშვილი მაშინ ერთად მოიაზრებოდნენ, ამიტომ რაღაცა ჯგუფმა ჩაავლო ხელი და აქეთ წამოიყვანა, მერე იმ რაღაც ჯგუფს ივანიშვილმა თავისი ტელევიზიაც მიახმარა და კიდე უამრავი მილიონები, ისევ ამ რაღაცა ურთიერთობებში.

 

 

სააკაშვილი-ივანიშვილის დღევანდელი ჯახი, ეს ორპოლუსიანობა, ქვეყნის გახლეჩვა, შავი და თეთრი, ხალხს რომ ერთმანეთის აღარ ესმის და ქვეყანას რომ უფსკრულში ვაყენებთ, აი, იმ ოთხ წელიწადში რაღაცეების ვერ დაკმაყოფილება, მოგვარება, ერთმანეთში ვერ გარკვევის თემები გადმოვიდა ასე, მათთვის ბუნებრივად აქეთ, ამ ცხოვრებაში და ისევ იმ დაუკმაყოფილებელ ვნებებს ეწირება საქმე ივანიშვილ-სააკაშვილის 2004-2008 წლებში რაც ხდებოდა, და თურმე მეც და სხვებიც ვართ ამათი ურთიერთობების და უწესო შეჯახების მსხვერპლი. ირაკლის საუბრიდან გამოდის, რომ ერთი სისტემაც, სააკაშვილის და მეორე - ივანიშვილის "ქურდულ სამყაროს" თურმე ერთადერთი მიზეზით ებრძვის- ჩვენ უნდა ვიყოთ ქურდები, აქ სხვას ვერ მოვითმენთო, ქურდული წესებით და კანონებით უნდა გავარჩიოთ ყველაფერიო. რას ვერჩით ფარცხალაძეს მაშინ?! - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი