თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ აჩუქა.
„ივანიშვილი მოვიდა თავზე ნაცარდაყრილი, თქვა, რომ პუტინი იყო მასზე ძალიან გაბრაზებული, იმიტომ, რომ მეცხრე არხზე გავიდა რაღაც ჩეჩნებთან დაკავშირებული სიუჟეტი, მას აღარ სურდა ამ ტელევიზიის ფუნქციონირების გაგრძელება და აი, ასე, პირდაპირ მოგვიტანა, გვაჩუქა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩუქნიდა ბიძინა ივანიშვილი მათ ტელევიზიას, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი მათი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით ხდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.