„ცნობილი ხდება ახალი ანტი-ქართული გეოპოლიტიკური შეთქმულების შესახებ. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც, იქმნება ერთიანი ელექტრო-ენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას“, განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნული „შეთქმულების“ უკან ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე დგანან.
„ალბათ, არავის აღარ გიკვირთ, რატომ დაანგრიეს ივანიშვილმა და კალაძემ თერგისა და არაგვის ხეობები, რატომ გაკაფეს ტყეები, მოახდინეს ეროზირება და წამოჭიმეს მაღალი ძაბვის საშინელი საფრთხობელები და დააწიოკეს იქ მცხოვრები ხალხი, აყარეს ადგილებიდან სალოცავები, საფლავები, ეს მუშაობა დღემდე გრძელდება და 2-3 წელში გათვლილია აღნიშნული პროექტის დამთავრება, რის გამოც, მე ვაფრთხილებ ამ შეთქმულებაში მონაწილე ყველა ქართულ სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესკომპანიას, ან მოხდეს დეზავიურება მოღალატეობრივი მემორანდუმის, ან ჩვენ დავსვავთ საკითხებს, რათა განხორციელდეს სანქიცების რეჟიმი დაწესებული შეერთებული შტატებიდან ირანის წინააღმდეგ ყველა ამ კომპანიის მიმართ, ქართულის ჩათვლით, ვინც მონაწილეობს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესთა გაყიდვაში.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციები და მონაცემები გვქონდა, მაგარამ არ იყო რეალური დამამტკიცებელი დოკუმენტი, სანამ ამ დღეებში სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა არ განაცხადა იმის შესახებ, რომ პროექტი წარმატებით ხორცილდება, მალე გაივლის სომხეთის ტერიტორიას, რის შემდეგაც რუსეთი და ირანი შექმნიან ერთიან ენერგეტიკულ სივრცეს, ელექტროენერგეტიკულ ბაზარს და ჩვენ მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული მოსკოვისა და თეირანის ნება-სურვილზე, მომარაგებით, ხარისხით სუვრენიტეტის, ფასის და ყველა კომპონენტის ჩათვლით.
„ეს ხდება იმ დროს, როდესაც ერთი ქვეყანა არის ჩვენი მოქმედი ოკუპანატი, მეორე ქვეყანა ისტორიული მტერი; ეს ხდება იმ დროს, როდესაც ორივე სახელმწიფო - ირანიც და რუსეთიც სანქცირებულია ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან თავიანთი აგრესიული და ტერორისტული პოლიტიკის გამო და ივანიშვილმა და კალაძემ გაგვხადა ჩვენ ამ საიდუმლო მემორანდუმით, აღნიშნული სისტემის წევრი კიდევ ერთხელ.
„აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, თუ რა შეთქმულებები განახორციელა პუტინისგან დანიშნულმა ივანიშვილმა კარასინ-აბაშიძის ფორმატით და რა შეთქმულებებს ახორციელებს ამ წუთშიც, რომ გაიხსნას სომხეთი-ირანის მიმართულებით, აფხაზეთის გავლით რკინიგზა; ცხინვალის გავლით სახმელეთო გზა, ტვირთების გადაზიდვა და ამ ყველაფერზე შვიდი წლის განმავლობაში უწყვეტი მოლაპარაკებები მიდის და აღნიშნული მოღალატეობრივი პოლიტიკის რეალიზაცია უკვე ოფიციალურად გამოიხატა იმ მემორანდუმში, რომლის მოწმენიც უკვე ღიად გავხდით.
ჩვენ არ დავუშვებთ არა მხოლოდ ივანიშვილის ბოგინის გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ამ დანაშაულებრივი პროექტის განხორციელებასაც, რათა ჩვენი მტრები არ განაგებდნენ ჩვენს ბედს, ჩვენს ელექტროუსაფრთხოებას და არ ვიყოთ დაპირისპირებული მთელ დემოკრატიულ საზოგადოებასთან, როგორც მოკავშირეები ოკუპანტების, აგრესორების და ტერორისტების. მეტი რაღა მტკიცებულება უნდა მოვიყვანოთ იმისათვის, რომ ხელისუფლების სათავეში გვყავს მოღალატეთა ბანდა და მინდა ასევე იცოდეს საზოგადოებამ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი, დღევანდელი თბილისის მერი, კახა კალაძე, რის გამოც ის აუცილებლად, იურიდიულადაც აგებს პასუხს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.