ირაკლი ღარიბაშვილი: შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ
14-08-2015, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველომ აფხაზეთის ომით მძიმე გამოცდილება მიიღო - დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი, - აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთში ომის დაწყების 23 წლისთავს ეხმაურება. პრემიერის შეფასებით, 1992 წლის 14 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.


"აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - ამ ომმა საქართველოს საუკეთესო შვილები შეიწირა. პატივს მივაგებ ომის მსხვერპლთა და სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას. აფხაზეთის ომს ასობით ათასი ადამიანის დევნილობა მოჰყვა, რომელთაც უმძიმესი წლები გამოიარეს. მე ქედს ვიხრი მათი გამძლეობის წინაშე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. საქართველომ ამ ომით მძიმე გამოცდილება მიიღო. დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი. საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი – შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი