ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ „ტელეიმედის“ საინფორმაციო სამსახურის „ქრონიკის“ დატოვების შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ განმარტება მან სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად გვერდზე გააკეთა.
როგორც ლეჟავამ აღნიშნა, მან „ქრონიკა“ უკვე ორი კვირაა დატოვა, თუმცა იმედში მაინც რჩება.
„დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ "ქრონიკაში" და არც არაფორმალურად :დ თუმცა, ვრჩები "იმედში". მადლობა ყურადღებისთვის.” - წერს ჟურნალისტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.