თბილისის მერი კახა კალაძე მოტივირებულ არქიტექტორებსა და ურბანისტებს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქის მერი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს თურქეთში ვიზიტისას გამოეხმაურა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კადრების ნაკლებობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის სწორ განვითარებაში. ურბანული პრობლემები, რაც არის, წლების განმავლობაში დაგროვდა და არავის მოგვწონს. შესაბამისად, ამ სამსახურის ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, რათა ქალაქი სწორად განვავითაროთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც წლების განმავლობაში იყო. ამიტომ, მინდა მივმართო ყველას, შემოიტანონ განაცხადი. ერთად მივხედოთ ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში საშტატო ერთეულების რაოდენობა რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა. ამჟამად, ვებგვერდზე hr.gov.ge 18 ვაკანსიაა გამოცხადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.