„არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, იმიტომ, რომ მართალი ვარ“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს იმიტომ, რომ ვარ მართალი, მე არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფრისთვის მზად ვარ და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ბევრი შოუ მინახავს“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში მისი დაბარება ბიზნესმენის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.