ქიბარ ხალვაში: „დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი, ძალიან მძიმე იქნება მისთვის“
24-07-2019, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ირაკლი ოქრუაშვილის შვილის ნათლიაა და მასზე საუბარი არ უნდა.

 


„ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე და გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა. მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი, ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია, უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა, უბრალოდ, გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი შეიძლება იკისროს. ოქრუაშვილი არის რეგვენი, ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

 


მან ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას - რატომ არ ცხადდებოდა ნიმუშის ჩასაბარებლად, უპასუხა, რომ ის მაშინ გამოცხადდა, როდესაც დაიბარეს.

 

 

„გერმანიაში ვცხოვრობ, შეზღუდული დროით მივდივარ და მოვდივარ. როცა მითხრეს, რომ უნდა მივიდე, ხან ადვოკატს არ ეცალა. გერმანიაში ხელი მოვაწერე. დავტოვე ჩემი ხელმოწერის ნიმუში ექსპერტიზაზე. იცით რა მითხრეს, ჩვენ გავაკეთებთო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდებათ, ფულს რომ გადაიხდითო.“- განაცხადა მან.

 

 

რაც შეეხება დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, მას მათთან მოლაპარაკება არ დავიწყებია.

 


„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან. ჩვენ გვქონდა ჩვენი მოლაპარაკება. თავად იციან რაზეც მოვილაპარაკეთ და კიდევ მოვილაპარაკებთ. გავაგრძელებთ საუბარს. სად წავლენ, სიკვდილს არ ვაპირებ. რაღაცას ხომ ვიყოფთ, ის რაღაცა ხომ უნდა გავიყოთ, ის, რაღაცა რა არის, ხომ უნდა გავარკვიოთ. მე საჯაროდ ვთქვი, რომ მზად ვარ, გავაგრძელო ამ ადამიანებთან საუბარი და მაქსიმალური გავაკეთო, რისი გაკეთებაც შემიძლია. საჯარო განცხადება შეხმიანება ხომ იყო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის უკან, ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა. ჩემი სიტყვის წამღები არ ვარ. არც არავინ დამიჩაგრავს, როგორც ამბობენ“, განაცხადა ხალვაშმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი