პროკურატურიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ მკაცრად გააკრიტიკა „ბიუროკრატები“ და თქვა, რომ „ყველა ზღვარს და ყველა ფიცს გადააცილა მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულამ ქვეყნის მომავლის მიმართ“
24-07-2019, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ, სადაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადაეცათ, განაცხადა, რომ რომელიმე ჩინოვნიკს ან პროკურორს შეუძლია, გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი.

 


მან მკაცრად გააკრიტიკა „ბიუროკრატები“ და თქვა, რომ „ყველა ზღვარს და ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ“.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს და ჩვენს უცხოელ ინვესტორებს დიდ ზარალს აყენებენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბადრის და მამუკას გამო არ მიადგეს ჩვენს ინვესტორებს პრობლემა.

 


რაც შეეხება ანაკლიას, ექვსი თვე დაგვჭირდა სტაბილიზაციისთვის და უცხოეთის საერთაშორისო ბაზარზე იმის გასარკვევად, რომ არაფერი მსგავსი 12 წლის წინ არ მომხდარა, რომელიც ჩვენს რეპუტაციას და მომავალ საქმიანობას რამეში ხელს შეუშლიდა. ეს ჩვენ დავასტაბილურეთ. ინვესტორები მოტრიალდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გავაფორმეთ, რომელიც დღე-დღეზე უნდა წარგვედგინა სახელმწიფოსთვის. გუშინ იყო პირველი სიგნალი, როცა მინისტრმა თქვა, რომ პროგრესი არ გვაქვს. დღეს კი უკვე პროკურატურა გამოდის და ბრალს გვიყენებს. ეს არის მიზანმიმართული. ჩვენი მომავლის პროექტის არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ამ ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია სახელმწიფო ინტერესია, არც ერთი მათგანის არ მჯერა. ყველა ზღვარს და ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ.

 

 

სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება. მაგრამ ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან. ანაკლია აუცილებლად აშენდება. ჩვენ ახალა მექანიზმებზე ვფიქრობთ, როგორ ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ყველაფერი დავიცვათ, როგორც აქამდე მოვიტანეთ. ამას გავაკეთებთ. საქართველოში უნდა დამთავრდეს ზღაპრები მინისტრების, რომლებიც ცემენტს ვერ არჩევენ ბეტონისგან. საქართველოში არაპროფესიონალების დრო უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს შენების და აღმშენებლობის დრო“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი