თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„ლანჩავების უბანში სტიქიის შედეგად დაზიანდა გზის საყრდენი კედელი, რამაც შეაფერხა გადაადგილება და საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ამჟამად რკინა-ბეტონის საყრდენ კედელთან ერთად კეთდება 70 მეტრიანი სანიაღვრე არხი, რომელიც უხვი ნალექის დროს წყალს დაუბრკოლებლად გაატარებს და გზას დატბორვისგან დაიცავს“-განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.
სამუშაოებს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს, აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მადლი“ და მასზე 83 551 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.