დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული და მას საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა
25-07-2019, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სახალხო ტრიბუნის“ თავმჯდომარე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის შესახებ აცხადებს, რომ „როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ მარტო ხაზარაძე კი არა, საქართველო ვარო, მინიმუმ მორიდებული უნდა იყო“.

 

 

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძეს თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა და ეს იმ ფონზე, როდესაც „სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩენილი და ბიზნესდაკარგული“.

 

 

„რაც შეეხება პირადად ხაზარაძეს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლაზე გააკეთა განაცხადი, მაშინვე ვთქვი, რომ მას თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა. რადგან, თავისუფალი საქართველო იწყება თავისუფალი საზოგადოებით. არა ვალიანი და არა დამონებული ადამიანებით! რაშიც ლომის წვლილი, სხვათა შორის, ხაზარაძესაც მიუძღვის. სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული. ბევრიც, მართალია ნაცების დროს, მაგრამ ციხეშიც მოხვდა. მათი სახელები კი, ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 


მისი თქმით, ისიც საინტერესოა, დაგირავებული 20 მილიონიდან ამონაგები 70 მილიონი მას ანაკლიაში მიაქვს თუ პოლიტიკაში.

 


„რადგან, დღეს არც ანაკლიის ზუსტი ღირებულება ვიცით და არც ის, ფინანსები სადაა, რომელიც უნდა მობილიზდეს. იმაზეც დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ეს პორტი არის პოლიტიკური და არა კომერციული მნიშვნელობის. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.

 


დაბოლოს, როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ მარტო ხაზარაძე კი არა, საქართველო ვარო, მინიმუმ მორიდებული უნდა იყო. ილია ჭავჭავაძეს არ შეუდარებია თავისი თავი ქვეყანასთან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროექტები აქვს განხორციელებული. ისე, ივანიშვილსაც არანაკლები პროექტები აქვს განხორციელებული. 3-4 მილიარდი დახარჯა ქართულ პროექტებში, მაგრამ საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი სახეები სწორედ ის „ნაცები“ არიან, ვისაც ებრძოდა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ვერც ივანიშვილი ვერ გახდა საქართველოს სახე და ერთი ადამიანით არასოდეს არ არის და არც იქნება ამ ქვეყნის მომავალი.

 


საქართველო კი, კიდევ ბევრს გაუძლებს. ამ დროებით რყევებსაც და ამ გამოცდილებით უფრო გაბრწყინებული გამოვა მდგომარეობიდან“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

 

დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ, საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ ბრალი“, რადგან მისი თქმით, ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი და მისი გუნდი 2012 წლამდე, ძალიან ბევრ ანალოგიურ საქმეშია ბრალდებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი