დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ბენ ვოლასმა, საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა საჯიდ ჯავადიმ კი ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა.
მთავრობაში დაბრუნდნენ დომინიკ რაბი და პრიტი პატელიც. BBC-ის ინფორმაციით, დომინიკ რაბი საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს, პრიტი პატელი კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.
მინისტრმა ბრექსიტის საკითხებში, სტივენ ბარკლიმ კი თანამდებობა შეინარჩუნა.
ლონდონის ყოფილმა მერმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრემიერის თანამდებობაზე ტერეზა მეი ჩაანაცვლა.
23 ივლისს ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ქვეყნის პრემიერ მინისტრად კონსერვატიულმა პარტიამ აირჩია. მათ არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.