ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები - დვრიში, ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყვიტა.
ლენტეხის გამგებლის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.
ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.