გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა
14-08-2015, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა. მინისტრი დღეს გოგა რაზმაძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

 

 

მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა: საგზაო უსაფრთხოება, დანაშაულის პრევენცია, ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, პოლიციელების პროფესიული მომზადება და უსაფრთხოება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქალი პოლიციელების როლი და სხვა.

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გოგა რაზმაძე პროფესიით იურისტია, დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით, აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება. ბოლო პერიოდში იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჰყავს მეუღლე და შვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი