ქალაქ ხობში სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 269999 ლარს შეადგენს.
ცენტრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.