პოლიტიკური ოპონენტის დაჭერა ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკური მოტივით ხდება, არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ასე არ თვლის. „ქართული ოცნების“ დეპუტატი გვერდზე რომ გაიყვანო, კამერის მიღმა, იქაც არავინ წინააღმდეგობას არ გაგიწევს, ყველამ იცის, ოღონდ მერე სხვა რაღაცებით იწყებენ გამართლებას. ეს არის კატასტროფა, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოს დიდი გარდატეხა და რწმენა მოუტანა. დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილი კი "მაოხრებელ გზირს" შეადარა და განაცხადა, რომ პანიკაში მყოფი ივანიშვილი იმ ნაბიჯებს დგამს, რაც მისი ხელისუფლებდან წასვლის შემდეგაც კი გაართულებს ცხოვრებას.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ის რელსები, რომელიც საქართველოს არასდროს არ ჰქონია, „ვარდების რევოლუციამ“ მოუტანა ძალიან დიდი გარდატეხა, რადგან რწმენა გაჩნდა, რომ ჩვენ შეიძლება თანამედროვე სახელმწიფო გვქონდეს და პოლიცია ქრთამს კი არ იღებდეს, არამედ ხალხს იცავდეს და საბუთს რომ იღებდე, არ გამცირებდნენ.
ახლა ეს დაჭერები, რაც ამ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან პირველივე დღეს გააკეთა თავიანთი ოპონენტების, ჩემი თანაგუნდელების მიმართ, ამის გაგრძელება ბიზნეს ფიგურებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ, არის კიდევ უფრო გართულება მერე ახალი ტრადიციის შექმნის, ანუ მაოხრებელი გზირივით არის უკვე ივანიშვილი, დამარცხებული ბევრ საკითხში და პანიკაში მყოფი, იმ ნაბიჯებს დგამს, რაც მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც კი გაგვირთულებს ნორმალური სისტემის მშენებლობას, ოღონდ ჩვენ ეს მაინც უნდა შევძლოთ, ეს არის ჩვენი ვალი“ , განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.