კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე თუ არ გაათავისუფლებენ, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარეს უარი უთხრა სააპელაციო სარჩელის განხილვაზე, რითაც ისინი კოშაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საჩივარიც კი არ მიიღო. მისი თქმით, კოშაძის დაკავება პოლიტიკური იყო.
„როგორც უკვე აშკარაა, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და დაცვის წევრის დაპატიმრებაში, როცა მას იარაღი ჩაუდეს. გუშინ სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ განეხილა და უარი ეთქვა, თუნდაც ფასადურად, საჩივარი არც მიიღო. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს, მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე.
ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან არის გაღიზიანებული ყველა იმ აქტიური ადამიანის ქმედებების შედეგად, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს და ამის გამო მამუკა ხაზარაძეს წაუყენეს ბრალი. ჩემი ვარაუდით აპირებენ მის დაკავებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეზე, ხელისუფლება არის ძალიან „აჭრილი“. ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება და გარკვეული სახით ნაჯახით მოქმედება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან მოშორებას“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.