თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ღამის 00:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ატენის ქუჩის კუთხიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე გაგრძელდება.
თბილისის მერიის ცნობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწარმოებს ვარაზისხევიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შესაბამისად, მცირედით შეიცვლება ვაკეში მოქმედი დროებითი სატრანსპორტო სქემები: კავსაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეტრიალდება ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით; თაქთაქიშვილის ქუჩა გაცალმხრივდება და ტრანსპორტი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ იმოძრავებს; ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება კეკელიძის ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად და მიშველაძის ქუჩიდან კავსაძის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად; აბაშიძის ქუჩა გაცალმხრივდება ბერძენიშვილის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე. ამდენად, ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მიშველაძის, ბერძენიშვილის ან კავსაძის ქუჩების გამოყენებით მოხვდება.
აღნიშნული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მცირე ტევადობის ავტობუსები N9 და N59 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ კავსაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ავტობუსი N83 ჭავჭავაძის გამზირიდან იმოძრავებს მიშველაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით. ხოლო ავტობუსები N61, N87 და N140 მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კუთხეში დაასრულებენ.
ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტით იმოძრავებენ ავტობუსები N9, N59 და N83 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.