ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 20124 ლარს შეადგენს.
ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, მარინე ლაგვილავასთან ერთად გაეცნო.
სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
იცვლება კარ-ფანჯრები, მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდება ჭერი, იატაკი და კედლები.
სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.