პრეზიდენტს არ აქვს არა კომპეტენცია, არამედ უფლება, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის შესახებ განცხადება გააკეთა.
ზურაბიშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ მსგავს საქმეში ჩაერიოს, სანამ მასში პროკურატურა და სასამართლოა ჩართული.
„მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ, მე ვარ გათვიცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არსებობს და მე ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს არა კომპეტენცია, არამედ უფლება, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა და სასამართლო არის ჩართული, ამაზე პრეზიდენტის კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა“ , განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.