დუშეთის კულტურის სახლში ცნობილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
25-07-2019, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ცნობილი კომპოზიტორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

 


კომპოზიტორის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება "სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება", ვაჟა აზარაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა.

 


საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სიმღერები მომღერალმა ზურაბ კობეშავიძემ და თავად ავტორმა შეასრულეს, ხოლო კომპოზიტორის მეუღლემ, მანანა დანგაძემ საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხა.

 


დასასრულს, ვაჟა აზარაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და და დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და მათ საჩუქრად საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების კრებული და დისკი გადასცა.

 


საღამო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი