ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
25-07-2019, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცაგერისა და 58 სოფლის 11 ათასამდე მცხოვრებლისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდება. აქამდე ლეჩხუმელები ქუთაისის ბიუროსა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ. დღეიდან იურიდიულ დახმარებას ისინი მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად შეძლებენ.

 


მერიის ცნობით, საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

 


გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი ნინო ურთმელიძე წარუდგინა.

 


საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ადვოკათთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი, პარლამენტარი კარლო კოპალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, გაერთიანებული სასამართლოს თავმჯდომარე ცაგერში ლეილა გურგუჩიანი, ქვეყნის წარმატებული იურისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

 


ცაგერის კულტურის ცენტრის მომღერლებმა და ამსამბლმა "ლეჩხუმმა" დამსწრეთ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი