დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და „არტაერას“ ორგანიზებით პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისური ეზოს ფორმატში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია სტუმართან, ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ვირაბიანთან ერთად დაესწრო.
მსმენელის წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი - „კამერატა“ და ვოკალისტი ნინო ჩაჩუა წარდგნენ. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ ლევან გოცირიძე, ხოლო მთხრობელები - კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი და ქეთი მაჭავარიანი.
გიო ცინცაძე 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია. მას არაერთ რეჟისორთან უმუშავია.
გიო ცინცაძის შემოქმედების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციფრული ვერსიის სახით არსებობდა. სპეციალურად „თბილისური ეზოსთვის“ შეიქმნა რამდენიმე ნაწარმოების პარტიტურა, რომელიც ცოცხლად პირველად შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.