პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“ - ის თემით ძალიან შეწუხდა და ის, რაც მოხდა, გამორიცხული არ იყო.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებად მათ მხოლოდ დაკავების ოქმი გადაეცათ, შესაბამისაად არც მასალები მიუღიათ.
„არანაირი დადგენილება, ბრალდებულად დაკავების ოქმი გადმოგვეცა. ეს ხდება ამ ეტაპზე. ჯერ ბრალდება არ აქვს წაყენებული და შესაბამისად, არც მასალები მიგვიღია. რასაც ახლა თვითონ ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი, დაკავებას პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას „რუსთავი-2“-თან, მხოლოდ და მხოლოდ მასთან და სხვა არაფერთან. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის თემით და არ იყო გამორიცხული ეს ამბავი, რაც ახლა მოხდა. იმ კადრში თვითონ რაც ნახა, რაც მითხრა, მე არ მინახავს, 500-მდე ადამიანი ჩანს, რომლებიც აქეთ-იქიდან ჭიდაობენ და მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი, ეგ არის და ეგ, ისიც იყო იმ მიტინგზე. აბსურდი და სისულელე არის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქციის. რითი ადასტურებენ, ჯერ არ ვიცით, ვიდეოც აქვთ თუ სხვა რამეც. ალბათ სპეცრაზმელების ჩვენებებიც იქნება“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.