ეკა ბესელია ადასტურებს, რომ „ოცნების“ იმ ცნობილ დახურულ შეხვედრაზე, რომელზეც პრემიერ კვირიკაშვილს პრეტენზია წაუყენეს, მამუკა ხაზარაძეც და ანაკლიის პორტიც ახსენეს
26-07-2019, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დასამალი არ არის, საჯაროდაც ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და გამოჩნდა ეს განწყობა. ძალიან ძნელია დღეს ამტკიცოს საგამოძიებო ორგანოებმა და მმართველმა პარტიამ რომ ეს საქმე თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, - ასე გამოეხმაურა გადაცემა „რეაქციაში“ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დეპუტატი ეკა ბესელია „თი-ბი-სი“  ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დაკავების საქმეს.

 

 

ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი საქციელებით სისუსტის დემონსტრირებას ახდენს.

 

 

„ერთიან კონტექსტში განვიხილავ ყველაფერს, მთლიან სურათს ვუყურებ და გამიჩნდა განცდა, რომ ყველაფერი ნანახი მაქვს და ეს მაგონებს იმ ფაზას, როდესაც ხელისუფლება სისუსტის დემონსტრირებას ახდენს ძალადობრივი გამოვლინებებით, რაღაცნაირად დაემსგავსნენ ერთმანეთს და ბევრი პარალელის გავლება შემიძლია,  ჩემთვის ეს სურათი იკითხება უკვე ასე, რომ დღეს „ქაართული ოცნება“ ნელ-ნელა უკვე დაემსგავსა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეჭიდებოდა“,  განაცხადა მან.

 

 

დეპუტატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ის მორიგ დაკავებებსაც ელოდება.

 

 

„არ არის ეს კლასიკურად ფულის გათეთრების საქმე, აქ აშკარად პოლიტიკური განწყობები მძლავრობს“ , განაცხადა დეპუტატმა.

 

 

ეკა ბესელიამ ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ ცნობილ დახურულ შეხვედრაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილთან მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი ნახსენები იყო, როგორც პრეტენზია.

 

 

„დახურული სხდომის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის, რომ კრიტიკული და უარყოფითი განწყობა გამოჩნდა ამ პროექტისა და ამ პროექტის სათავეში მყოფ პიროვნებასთან დაკავშირებით, დასამალი არ არის, საჯაროდაც ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და გამოჩნდა ეს განწყობა. ძალიან ძნელია დღეს ამტკიცოს საგამოძიებო ორგანოებმა და მმართველმა პარტიამ, რომ ეს საქმე თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან“ , განაცხადა ბესელიამ.

 

 

მან თავის ყოფილ პარტიას დაფიქრებისკენ და დადინჯებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ამბავი ამით არ დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი