„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც გუგავამ აღნიშნა, მისი აზრით, ოქრუაშვილის დაკავება „რუსთავი 2“ - თან დაკავშირებულ განცხადებებს ეხება.
„პოლიტიკური მოწინააღმდეგის, პოლიტიკური ოპონენტის უსაფუძვლო ბრალდებებით დაპატიმრება არის მცდელობა, კრემლიდან დანიშნულმა მეფისნაცვალმა, ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა. მცდელობაა, ეს ვერ გაუვა. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას არანაირი რეალური საფუძველი არ უდევს გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით, დასტურდება მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. მეორე, რამაც ალბათ ყველაზე მეტად აღაშფოთა ივანიშვილი, გახლავთ ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა ის უკანონო ქმედებებში, რომელსაც ეს რეჟიმი ჩადის. ესაა შეთხზული საქმეები, შეკერილი საქმეები, პროკურატურისა და სასამართლოს მართვა ერთპიროვნულად შუშის სასახლიდან. მან სწორედ ამის გამო დაიწყო დევნა პოლიტიკური ოპონენტების“, – განაცხადა გუგავამ.
გუგავას თქმით, პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან და ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცემა.
„ის აუცილებლად დაიმძიმებს თავის განაჩენს, პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან მალე, ხოლო ივანიშვილი და მისი ბანდა მიეცემა პასუხისგებაში იმ გამყიდველური ქმედებების გამო, რომელსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადის“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.