პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს
26-07-2019, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურა „თი-ბი-სი“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, რა საპასუხო შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს, ამაზე ადვოკატის თქმით, ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

ზვიად კორძაძე უახლოეს დროში შეხვდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

 

 

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი