პრემიერ მინისტრმა გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
26-07-2019, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუდამაყარში სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.

 

 

მთავრობის მეთაური გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

 

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს მთიანი დასახლებების გაძლიერებას და კიდევ უფრო განვითარებას, სოფლებიდან წასული მოსახლეობისთვის მშობლიურ მხარეებში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას და აქ არსებული ტურისტული პოტენციალის ზრდას.

 

 

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მთის ინტერნეტიზაციის" პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და რომლის შედეგად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ფშავის, ხევსურეთის, და გუდამაყრის ხეობებში იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

გუდამაყარში ასევე მიმდინარეობს სოფელ ზანდუკის სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც 5 მოსწავლე სწავლობს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ განათლების ხელმისაწვდომობაა.

 

 

პრემიერ-მინისტრი, გუდამაყარში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გუდამაყრის გზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების შესახებ ესაუბრა. რეგიონში მთავრობის მეთაურთან ერთად ჩავიდნენ სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დეპუტატები - ირაკლი ტრიპოლსკი და მირიან წიკლაური, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი