ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბრალის ოფიციალურად წარდგენის ზუსტ დროზე ინფორმაცია არ აქვს, ბრალის წარდგენის ვადა კი 27 ივლისს საღამოს იწურება.
ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასაც გაეცნო და აცხადებს, რომ ძალადობის ორგანიზებას არ ახდენდა.
„ჯერჯერობით ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალდება არ წარუდგენიათ. როდის გააკეთებენ ამას, ჩემთვის უცნობია, არანაირი მტკიცებულება ჯერ არ გადმოგვცემია. რაც შეეხება ოქრუაშვილის პოზიციას ბრალთან დაკავშირებით, ის ბრალს არ აღიარებს. ოქრუაშვილი დაპატიმრებას პირდაპირ უკავშირებს მის ბოლოდროინდელ გააქტიურებას და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს. მან შსს-ს მიერ გავრცელებული კადრები ნახა. იმ კადრებში არ ჩანს და არ დასტურდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ძალადობას უწევს ორგანიზებას“, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.