წყალტუბოს მერია ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს
26-07-2019, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.

 


სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ თავად გადაწყვიტონ ამა თუ იმ უბანზე, ქუჩაზე, ჩიხში, საერთო საცხოვრებელი და კორპუსების ეზოებში, სხვადასხვა ინფრასტრუტურული პროექტების განხორციელება. რაშიც 2019 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 390 000 ლარი.

 


აღნიშნული პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 10 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში კი მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს შეარჩევს.

 


სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს მიერ, უკვე მომზადებულია პროგრამის განვითარების გეგმა, შემუშავებულია ახალი ფორმირების წესი და სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები საკუთარ ინიციატივებს წარმოადგენენ.

 


საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 390 000 (სამასოთხმოცდაათიათასი) ლარი გადანაწილდება თანაბრად ქალაქ წყალტუბოს სამ ზონაზე, თითოსთვის 130 000 (ასოცდაათიათასი) ლარის ოდენობით.

 


,,სამოქალაქო ბიუჯეტი 2020-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

 


საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ზონის კოორდინატორების დახმარებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში.

 


ზონის კოორდინატორები საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აქტიურად ატარებენ საინფორმაციო კამპანიას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი