3 ოქტომებრს დანიშნულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი. ამის შესახებ კობიაშვილმა Facebook -ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა. ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის. კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს. მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!” - წერს კობიაშვილი.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურების წარდგენა უკვე დღეიდან შეუძლიათ. ლევან კობიაშვილის მთავარ კონკურენტად, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სახელდება, რომელიც აღნიშნულ პოსტს უკვე ათ წელიწადზე მეტია იკავებს. ზვიად სიჭინავას, მერაბ ჟორდანისა და ნოდარ ახალკაცის მმართველობის პერიოდში სფფ-ს მაღალჩინოსანმა არველაძემ პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად არაერთხელ დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.