27 ივლისს, 14:00 საათზე, კოჯორში, ქართულ ჭიდაობაში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორია მთაწმინდის რაიონის გამგეობა.
საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლა ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნებს შორის გაიმართება. ტურნირში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს შვედი ძიუდოისტი ნოა სვონლინგი. ღონისძიებას დაესწრება თავად მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ქართველი ფალავნები, ასევე, გამგეობისა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.
ღონისძიების დაწყებამდე, სპეციალურად მოწყობილ გასართობ სივრცეში, გულშემატკივრებისთვის დიჯეი დაუკრავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.