„ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა 2 მილიარდიან ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე, და იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას აქვს, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ანაკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია.
"ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭის დაფიქსირება ევროპასა და აზიას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომელთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მომავალ კვირას ის და მისი თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს შეცვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. მისივე განმარტებით, ის თავმჯდომარეობის პოსტს დატოვებს.
„მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს მერე, რომ თქვენ გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.