კრწანისის გამგეობა რაიონში ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. მწვავედ ავარიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება ამჯერად, საიათნოვას N13-ში მიმდინარეობს.
სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას რაიონის გამგეობა 328 934 ლარით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, ფუძე-საძირკვლის გამაგრების სამუშაოები უკვე ჩატარდა, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა სარკმელები და საყრდენი კედლები. ამ დროისთვის, შენობის გამაგრების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ფასადის, აივნების რესტავრაციას, ასევე, ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას გულისხმობს.
სამუშაოები ითვალისწინებს ფლიგელის დაზიანებული დეტალების მოხსნასა და აღდგენას, რის შემდეგაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი პირვანდელი იერსახით აღდგება და შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება.
გამაგრების სამუშაოებს შპს „გრანიტი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.