ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანი მოსოიანი, მისი მოადგილეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები შპს „წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად როგორც ქალაქის, ასევე ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე სათავე წყაროების, წყლის რესურსების მდგომარეობას, ქალაქ ნინოწმინდისა და დასახლებების მოსახლეობას სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგების საკითხები და პრობლემები განიხილეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.