ცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე 150-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, მამუკა სამხარაძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინათ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
"როგორც მამუკა სამხარაძე ყვება, ძალადობა არ ყოფილა, არც ნაცემია. ჯანმრთელობის მხრივ კარგად არის, არაფერი არ უჭირს. ძალიან დიდი გზა გავიარეთ, რომ გაგვეთავისუფლებინა. გადაგვახდევინეს თანხა 150 ლარი და ამით გაათავისუფლეს", - აცხადებენ სამხარაძის ოჯახის წევრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.