ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის კარიკატურად იქცა - „დოლარი 3 ლარი გახდა და ამბობენ, რომ „ნაციონალების“ ბრალიაო“
27-07-2019, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ არის საკუთარი თავის კარიკატურა და ჭაობში ჩაფლული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „ჭარბი ნდობით“ ტრაბახობდა, უკვე ვერაფერს ვერ შეცვლის, რადგან მმართველი პარტიის ლიდერმა „ყველაფერი გაფლანგა“.

 


როგორც მან „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ახლა კონსტიტუციურ დონეზე პროპორციული არჩევნების დაკანონებაა, რაც „ქართული ოცნების“ ძალაუფლების სადავეებიდან ჩამოცილების საწინდარი გახდება.

 


„ივანიშვილმა ყველაფერი გაფლანგა, აჩემებული რომ ჰქონდა ჭარბი ნდობა, ჭარბი ნდობა, წავიდა უკვე დაჭერებზე, ძალადობაზე, შეშინებაზე და ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ამოიწურა აბსოლუტურად. 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ არის საკუთარი თავის კარიკატურა, დოლარი 3 ლარი გახდა და ამბობენ, რომ „ნაციონალების“ ბრალიაო.

 


„ვერაფერს ვერ შეცვლის ივანიშვილი. ხომ კორუფციის ჭაობში არიან. ჭაობი როგორი განცდაა, წელამდე სანამ არ შეხვალ, ყოველთვის გგონია რომ ამოხვალ. აი, წელამდე რომ ხარ უკვე ჩაფლული, მერე საკუთარ თავს ვეღარ ამოიყვან ჭაობიდან. აი, ასე არიან კორუფციებში, მამაძაღლობებში. ქობულია რაღაცებს არ ყვებოდა, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ვანო ჩხარტიშვილი მართავს ამ ქვეყანას. აბა, იქ ბიზნესი, იქ წილი, იქ ფული მიატანინე, იქ ვიღაცა უჩა მამაცაშვილი და... ეს ქვეყანა არ არის ქვეყანა, ეს არის ერთი კაცის მომსახურების სააგენტო, ამ ერთი კაცის ხასიათზე და ბოდიში, ასე ვიტყვი, „ხოშზე“ არის ეს ქვეყანა და ყველაფერი ემსახურება მის ინტერესს... ივანიშვილის საქმე არის ამოწურული.

 


„ქართულ ოცნებას“ დავათმობინეთ ძალიან დიდი რამ, ოღონდ დეკლარირებულად, ჯერჯერობით, პროპორციული არჩევნები. მე რა ხმებიც მომდის, არის ისეთი ამბავი, რომ უნდათ ამ სიტყვის უკან წაღება, პროპორციული არჩევნების; უნდათ მაჟორიტარული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რაც ძალიან ცუდი იქნება. ამდენად, ახლა ყველას პასუხისმგებლობაა, რომ მივიყვანოთ პროპორციული არჩევნების საკითხი ბოლომდე, რომელიც გააჩეს იმის შანსს, რომ ვადამდელი არჩევნებით გავუშვათ ეს ხელისუფლება“, განაცხადა ელისაშვილმა.

 


მან სააკაშვილის და ივანიშვილის „აბსოლუტურ“ მსგავსებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ შორის განსხვავება მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებშია.

 


„სააკაშვილი და ივანიშვილი არიან აბსოლუტურად ერთნაირები. ერთი უბრალოდ მაღალია და მეორე დაბალი. არაფერი განსხვავება მათ შორის აღარ არის. ორივე აწვალებს ამ ქვეყანას და ჯიჯგნის ამ ქვეყანას. სააკაშვილი რომ „დაისკოჩოს“ ერთი-ორი წელი, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ივანიშვილი გავუშვათ. შეჭამა იმ კაცმა იქიდან ეს ქვეყანა და ამან აქედან და ერთმანეთს ეხმარებიან - ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, მათზეა ნათქვამი. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჯამში ოპოზიციური ხმები არის ორჯერ მეტი, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხმები და ეს რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიტანოთ და მოვახერხოთ კონსტიტიციურ დონეზე ამის გადატანა, შემდეგ მართლა დიდი შანსი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავუშვათ და სულ მცირე მას უმრავლესობა არ ჰქონდეს“, აღნიშნა ელისაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი