მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ოფიციალურად წარუდგინეს.
„ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას. ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები და სხვა არაფერი. აქედან რომ წავალ, გადმომცემენ მათ ჩვენებებს. რაც შეეხება მის პოზიციას, ის უარყოფს დანაშაულს. ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა, ათამდე მოწმე გვყავს, რომლებიც დილამდე მის გვერდით იყვნენ და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი.
რაც შეეხება აღკვეთს, სწორი პოზიცია ის იქნება, რომ აღკვეთის გარეშე დატოვოს სასამართლომ, თუმცა რეალობას თუ შევხედავთ, პატიმრობას თუ ასცდება, არ არის გამორიცხული, როგორც მელიას შემთხვევაში, სამაჯურით და სხვა ფორმის აკრძალვებით რომ გააჩერონ და სახლიდან არ გამოვიდეს. არ ვართ თანახმა ამ აკრძალვების. ფაქტობრივად, ეს მისთვის იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“, – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.