დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში შეხვედრა გამართა და მოსახლეობას "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამა გააცნო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სოზარ სუბარი და მისი პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფელ ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას შეხვედნენ. მათ ადგილობრივ მცხოვრებელებს "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების" პროგრამა გააცნეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მოსახლეობის ინფორმირება მოახდინეს ლეგალური მიგრაციის გზებზე, არალეგალური მიგრაციის (მათ შორის, ტრეფიკინგის) საფრთხეებზე და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.