ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების ნაწილი აღდგენილია
27-07-2019, 21:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების ნაწილი აღდგენილია, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, სოფლებთან დაკავშირება სამანქანო გზით შესაძლებელია.

 


მიმდინარე სამუშაოები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან, ბადრი ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერეს და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

 


ამ დრომდე შეფერხებულია გადაადგილება ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, სადაც მდინარეების ხელედურასა და მანანაურის ადიდების შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზა, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 


აგრეთვე, შეზღუდულია მოძრაობა სოფ.ხერიის მიმართულებით, რაც გამოიწვეულია სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის ჩამოშლით. იგეგმება დროებითი ალტერნატიული გზის მოწყობა.

 


რეგიონის ხელმძღვანელებმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 


სტიქიის შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა.

 

 

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი