დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.
„თბილისური ეზოების სეზონი დამთავრდა ძალიან სასიამოვნო კონცერტით. ჩვენ მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისამართიდან მისამართზე დაგვყვებიან ხოლმე და ჩვენთან ერთად ეცნობიან თბილისს, არაჩვეულებრივ ისტორიებს. ეს ეზო იყო განსაკუთრებული. იმის გარდა, რომ ჯანსუღ კახიძის ეზო იყო, აქ, კახიძის 10 ნომერში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც ამ ეზოზე ლექსიც აქვს დაწერილი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, „თბილისის ცის ქვეშ“ მომავალ წლის მაისის ბოლოდან სხვადასხვა მისამართზე ისევ გაგრძელდება.
მსმენელის წინაშე ჯანსუღ კახიძის შვილი - დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ამსამბლი „რუსთავი“ წარსდგნენ, რომლებმაც სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ანსამბლთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერა შეასრულეს.
საღამო მიჰყავდა ვახტანგ კახიძეს, რომელმაც მსმენელს მამის ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიები უამბო.
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.