საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში მცხოვრები მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვერ მოხდება „ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია“ და ის, რასაც რეალურად ივანიშვილი აკეთებს, ეს არის საქართველოს ასლანიზაცია, თუმცა, როგორც კვირას გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი ამბობს, ივანიშვილს, რომელიც „თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოვებს“, ასლან აბაშიძისაგან განსხვავებით, საქართველოდან „გაქცევის საშუალება“ არ მიეცემა.
„საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების, მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ამიტომ, ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. ის, რასაც რეალურად ის [ივანიშვილი] აკეთებს, ეს არის საქართველოს ასლანიზაცია. ეს არის ტიპიური, აი, ვისაც ჰგავს ყველაზე მეტად ივანიშვილი, არის ასლან აბაშიძე. ასლან აბაშიძე ზუსტად ასევე „პესპრედელშჩიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ზუსტად ასევე ყველას იჭერდა, ზუსტად ასევე ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოვებს, ოღონდ მას გაქცევის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ, იმიტომ, რო ჩვენ ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს, თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს, ეს არ არის მილიარდერი, რომელიც თქვენ გაგამდიდრებთ, მაგრამ თქვენგან წაიღო მრავალი მილიარდი. მას რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც დადგება მომენტი საქართველოდან მისი გაქცევის, მას ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი დადგება ძალიან მალე. ამასობაში ის შეეცდება სხვების დაჭერას, ამასობაში ის შეეცდება სიტუაციის მეტად არევას.
„ახლა, მეტი რაღა ქნას, ჩამოშალეს ბოლომდე ეკონომიკა, ბოლომდე ჩამოშალეს და იძახიან, რომ მიტინგების გამოო. ჩემ დროს, რუსეთის დავალებით რამდენ მიტინგს გვიწყობდნენ, რა უბედურებები არ ხდებოდა და ეკონომიკა, 4-ჯერ, 400 პროცენტით გაიზარდა ერთიანი ეროვნული პროდუქტი და საბოლოოდ ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 12-ჯერ. ვალუტის კურსი იყო 2-ჯერ უფრო მყარი, ვიდრე დღეს. ომის შემდეგ გამყარდა, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ვალუტის კურსი. ჩემ დროს 9-დან 8 წელიწადი იყო პოზიტიური ბალანსი. მეტი ადამიანი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ამიტომ, ყველა ის ერთუჯრედიანი, ვინც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილს და ივანიშვილს შორის და ამბობს, რომ ისიც და ისიც, ერთნაირია, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. აი, როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება იმაზე რაც იყო და რაც არის ივანიშვილი, მაგრამ მომავალში ის კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც იყო, სულ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი. ეს მომავალი მოვა ძალიან მალე. ახლა ჩვენ გვჭირდება ხელების ჩამოშვება კი არა, რისი იმედიც მას აქვს, უნდა სულ მუდმივად გვყავდეს ის პრესინგის ქვეშ; მუდმივად უნდა ვურტყამდეთ; მუდმივად უნდა ვუქმნიდეთ პრობლემებს ყველა მხრიდან. უნდა მოვიდეს ახალი ხალხი პოლიტიკაში, ახალგაზრდობა. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, რადგან ივანიშვილმა დააჩქარა მოვლენები, ჩვენც დავუძაბავთ, ჩვენც დავუჩქარებთ და ჩვენც დავასრულებთ - ჩვენც, ვგულისხმობ, ქართველი ხალხი.
„ირაკლი ოქრუაშვილთან მე რთული ურთიერთობა მქონდა ყოველთვის, ძალიან დიდი ხანია. ის გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მისაცემად, მისი პირადი, რაღაც განწყობების გამო, მაგრამ ის არის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლი და აქამადე ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის ძალიან დასაფასებელი. ლორთქიფანიძეს რომ დაიჭერ, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ხელი აიღე, ისევე როგორც აჭარაში ბაგრატიონის დაჭერა სცადეს, უზენაესი საბჭოს წევრის, ძალიან წესიერი, კარგი ადამიანის და შენ გგონია, ბორია, ხიხო, ეს ყველაფერი გაგივა?! მოემზადე, მაგრამ ჩემოდნები რაც არ უნდა ჩაალაგო, მაგ ჩემოდნებს დაგატოვებინებთ და ქართველი ხალხი არ გაგიშვებთ ქვეყნიდან. ასლანი გავუშვით. შენ ასლანის გზას ისე სწრაფად ადგახარ, ისე ჰგავხარ გარეგნულადაც, მანერებითაც და ყველაფრით, ასლან აბაშიძეს, რომ ესე კარგად ვერ დაასრულებ, როგორც ასლანმა, თუ ახლავე არ შეწყვეტ ამ ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებ. ეს არ არის მუქარა, ეს არის ობიექტური რეალობა. ქართველი ხალხი არის ღირსების მატარებელი ერი, რომელიც არ აპირებს მოითმინოს ის, რასაც ახლა შენ სჩადიხარ. ჩვეულებრივ ძალადობას ახორციელებ ქართველის ბუნებაში. შენ არ გესმის იმიტომ, რომ მენტალურად ხარ რუსი, საერთოდ არ გესმის, რას ნიშნავს საქართველო და საქართველოს განწყობა, საქართველოს თვისებები“, აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.