აღდგენილი გზა სოფელ ნიჩბისში იწყება, გადაკვეთს მდინარე ნიჩბისისწყალს, გაივლის მუხრან ბატონის კოშკს, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიებს, დიდგორის დიდების მემორიალს და ეკლესიის გავლით მიდის უღელტეხილისაკენ, საბოლოოდ კი უერთდება კოჯორი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზას.
სოფელ ნიჩბისის ტერიტორიაზე გამავალი გზის მხოლოდ 545 მეტრიანი მონაკვეთი იყო მოასფალტებული, დანარჩენ მონაკვეთებზე კი საფარი გრუნტის იყო და გადაადგილება უამინდობის დროს განსაკუთრებით რთულდებოდა.
ჩატარდა გზის სრული რეაბილიტაცია, 26 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.