ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ასპარეზობა 5 მედლით და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს. ხორვატიის დედაქალაქში ჩემპიონობა გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა იზეიმეს. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაო იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ზაგრების გრან პრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მძიმე წონაში კვარცხლბეკზე 2 ქართველი ავიდა. გელა ზაალიშვილმა ფინალში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა ( -81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
imedinews
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.