გუბაზ სანიკიძე: „ბრიყვების მართვა ადვილია, მაგრამ ბრიყვებით მართვა ძალიან რთულია და მას საქართველოს ჩაბარების ოპერაცია ჩაუვარდა, ამიტომ მას პუტინთან „სისხლიანი საშემოდგომო“ აქვს გამოყოლილი“
29-07-2019, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი კომპლექსურად  მისდევს ტერორს და რეპრესიებს, ერთი არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თემა, პორტის საკითხი. რუსეთის ინტერესებში შედის, რომ არ აშენდეს ანაკლია, ან თუ აშენდება, რუსების კონტროლის ქვეშ იქნება, როგორც ჩანს, ამას ვერ ახერხებს, ამიტომ დაიწყო მან რეპრესია ხაზარაძისა და ჯაფარიძის, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ.

 

 

მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის, „რუსთავი-2“ -ისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები ქართული საზოგადოების დაშინებაა.

 

 

„მეორე მიმართულება ეს არის თავისუფალი სიტყვა - „რუსთავი2“ -ის საკითხი, პოლიტიკური დევნა პოლიტიკური პარტიებისა, ეს არის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკვე ციხეში ზის და ეს არის ქართული საზოგადოების დაშინება. სიმბოლოდ გამოვიყენებდი ამ შემთვევაში ბეჟან ლორთქიფანიძეს, რომელიც თავისუფალი ინტელექტუალური ქართული  წრეების წარმომადგენელია, რომელიც თავისუფალი საქართველოს პროდუქტია  და არა საბჭოთა კავშირის, ბიძინას ასეთ ხალხთან არასდროს ქონია ურთიერთობა, მას ყოველთვის ჰქონდა კავშირი გამყიდველ და ქვეყნის მოღალატე ინტელიგენციასთან, რომელიც უკვე გადადის მოდიდან და დროც მოინელებს ამ ადამიანებს და ძალიან ცუდად ამთავრებენ ეს მოსყიდული ინტელიგენტები, სამწუხაროდ.ამიტომ ის უპირისპირდება მთლიანად ქართულ საზოგადოებას და რატომ შვრება ამას- მარტივი შეკითხვაა, მართლა ასე გაგიჟდა? თუმცა ჭკუასთან ახლოს უკვე აღარ არის ბიძინა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ  საქართველო უნდა ჩააბარონ რუსეთს და ბიძინა ამ შემთხვევაში არის კოლაბორაციონისტი. შემდეგ როგორც ვითარდება სიტუაცია საქართველოში, უფრო მეტნი ვხდებით დარწმუნებული, რომ იმ დღეს ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლება ამ გადატრიალებას აპირებდა.

 

 

ერთია როცა ცუდ საქმეს კარგად აკეთებ, ეს ძალიან სახიფათოა, მაგრამ  როცა ცუდ საქმეს ცუდად აკეთებ, გამოსავალი ყოველთვის არის. ბიძინა ივანიშვილს გარშემო ჰყავს ბრიყვები, ბრიყვების მართვა ადვილია, მაგრამ ბრიყვებით მართვა ძალიან რთულია და მას ეს ოპერაცია საქართველოს ჩაბარებისა ჩაუვარდა, ამიტომ მას პუტინთან „სისხლიანი საშემოდგომო“ აქვს გამოყოლილი“ , განაცხადა სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი